გამოცხადდა 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება.
ფაკულტეტის სადოქტორო დებულების თანახმად, წელს დოქტორანტობის კანდიდატებმა საბუთების მიღებისას უნდა წარმოადგინონ 4-5-გვერდიანი სავარაუდო საკვალიფიკაციო ნაშრომის სადოქტორო-კვლევითი პროექტი, ხოლო გასაუბრებისას 10-12-წუთიანი პრეზენტაცია (სლაიდებით). დამატებითი 3-5 წუთი დაეთმობა დისკუსიას.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პროსპექტუსის სახელწოდება.
ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე აუცილებელია სავარაუდო ხელმძღვანელისა და კათედრის/ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანხმობა.
იხ. დანართები: